leteratos podkastebi
ლეტერატოს პოდკასტები მიმოიხილავს მოზარდებთან დაკავშირებულ საინტერესო, აქტუალურ საკითხებს განსხვავებულ თემებზე. მისი შემოქმედები ისევ და ისევ ლეტერატოს მოსწავლეები არიან.
podkasti N15
ukvdavi Seqspiri
ლეტერატოს მოსწავლეები ნიკა დევდარიანი და სანდრო ხოდელი განიხილავენ უილიამ შექსპირის "ჰამლეტს" და 66-ე სონეტს. რატომ არის ორივე მათგანი უკვდავიც და ახალგაზრდებისთვის აქტუალურიც? ნიკა და სანდრო ამ პოდკასტში სწორედ ამ კითხვას პასუხობენ. ეგზისტენციალური განცდები, უსამართლობა, სიყალბე, მეგობრობა და სიყვარული - ამ მნიშვნელოვან თემებზე მოსწავლეები როგორც შექსპირის, ასევე საკუთარ პერსპექტივას გვთავაზობენ და გვეუბნებიან, რომ სიკეთეს, სიყვარულსა და თანაგრძნობას აქვთ ძალა, ცხოვრებისეული ქაოსისა და უსამართლობისაგან მიყენებული ტკივილისგან განგვკურნონ.
podkasti N14
Tavisufali neba - realoba Tu iluzia?
ადამიანი უხსოვარი დროიდან აღიარებს თავისუფლებას, როგორც უზენაეს ღირებულებას, თავისუფალი ნება კი ხშირად ადამიანის არსის, თავად ადამიანობის განმსაზღვრელად გვევლინება. თუმცა, კაცობრიობისთვის ფატალიზმი და დეტერმინიზმიც არაა უცხო. ლეტერატოს მოსწავლე დათუნა რაჭველიშვილი სწორედ ამ საკითხებზე გვესაუბრება. არსებობს კი თავისუფალი ნება? და რა შეიძლება მოგვიტანოს მსოფლმხედველობამ, რომლის მიხედვითაც ყოველივე წინასწარ განსაზღვრულია და ადამიანი მხოლოდ ოდესღაც დაწერილ სცენარში მეორეხარისხოვან როლს ასრულებს, სიუჟეტის შეცვლა კი არ შეუძლია?
podkasti N13
mniSvnelobis ZiebaSi: adamiani da misi roli
ადამიანის მნიშვნელობას სხვადასხვა დროში განსხვავებულად განიხილავდნენ. ჩვენი მოსწავლეები მარიამ კილაურიძე და ანი იაკობიძე სხვადასხვა ეპოქაში მოგზაურობენ: ძველი ბერძნული ცივილიზაცია, ადრექრისტიანული ხანა და ადრეული შუასაუკუნეები, რენესანსი და განმანათლებლობის ეპოქა, მეოცე საუკუნე და ჩვენი თანამედროვეობა - და სვამენ მნიშვნელოვან შეკითხვას: გადაჭარბებულია თუ არა ადამიანის როლი და მნიშვნელობა სამყაროს მასშტაბით? ეს საინტერესო პოდკასტი თვალსაჩინოდ წარმოგვიდგენს კაცობრიობის აზროვნების ცვლილებებსა და მიღწევებს, გუტენბერგის სტამბიდან დაწყებული, ადამიანის უფლებებით დამთავრებული, განიხილავს ეგზისტენციალურ საკითხებს, ჩვენი ეპოქის მონაპოვარს, როგორიცაა მეცნიერული გარღვევა ან თანამედროვე დემოკრატია, და ახალგაზრდებს დამამიმედებელ გზავნილებს უგზავნის.
podkasti N12
dasawyisebi da dasasrulebi
დასასრულს ახალი დასაწყისი მოსდევს. დასაწყისს - კი დასასრული, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს და არის თუ არა ცხოვრება ციკლური? რამდენად დამოკიდებულია ის დროზე და საერთოდ, როგორია დროის ადამიანური აღქმა? ლეტერატოს მოსწავლეები ტასო ჯინჭარაძე და ალასკა პოპიაშვილი ადამიანების ცხოვრებაში დასაწყისისა და დასასრულის პრობლემას განიხილავენ. ტასოსთვის ეს პოდკასტი ლეტერატოში ყოფნის დასასრულია. სწორედ ამიტომაც თემა - ძალზე აქტუალური. ჩვენი მოსწავლეები რელიგიის, ფილოსოფიის, ფიზიკისა და ფსიქოლოგიის სამყაროში მოგზაურობენ და ამ პოდკასტში საინტერესო მოსაზრებებს გიზიარებენ, რაც, როგორც მოზარდს, ისე ზრდასრულსაც ნამდვილად გამოადგება.
podkasti N11
identobis iluziebi
ნებისმიერი ადამიანისათვის მნიშვნელოვანია ჰქონდეს მყარი "მე". მაგრამ რამდენად არის იდენტობა უცვლელი? შეიძლება თუ არა, იგი მხოლოდ და მხოლოდ სოციალური ნიღაბი იყოს და სიტუაციისა და დროის ცვლილებასთან ერთად მოდიფიკაციას განიცდიდეს? ლეტერატოს მოსწავლეები დაჩი ჩხაიძე და ნიტა კვირიკაძე იდენტობის არსს სიღრმისეულად მიმოიხილავენ. მაგალითები ნაწარმოებებიდან "სხვისი სახე" და "ანტონიო და დავითი", ჰეგელისა და ნიცშეს დამოკიდებულებები და ბევრი სხვა საინტერესო მოსაზრება - მოისმინეთ ამ პოდკასტში.
podkasti N10
gAalanturi tvirTis karikaturuli martooba
ბევრი თინეიჯერი განიცდის მარტოსულობის პრობლემას. რას ნიშნავს, იყო მარტოსული და როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ მას, საკმარისია თუ არა როდესაც საკუთარი თავი გყავს და რაშია ბედნიერების გასაღები - ამ ყველაფერზე ლეტერატოს მოსწავლეები ტასო ჯინჭარაძე და ალასკა პოპიაშვილი გაბედულად საუბრობენ და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ. მათი ანალიზი, მაგალითები წაკითხული წიგნებიდან და რჩევები სხვადასხვა ფილოსოფიიდან ბევრ მოზარდს დაეხმარება და გაუკვალავს გზას თვითგანვითარებისა და ბედნიერების ძიებისკენ.
podkasti N9
marqsizmi da dRevandeloba
ყველამ ვიცით, რომ მარქსის იდეებმა არ გაამართლა, თუმცა არსებობს მისი მოსაზრებები, რომელიც დღემდე აქტუალურია. ასეთია მაგალითად ჭარბწარმოების კრიზისი. თუმცა, ჩვენი მოსწავლეები ლილუ მეტრეველი და ლიზა შენგელია ამ პოდკასტში მარქსის შედარებით უფრო მარტივ, მაგრამ ასევე ძალზე აქტუალურ შეხედულებებზე საუბრობენ და ეხებიან ისეთ თემებს, როგორიცაა თანასწორობა და კერძო საკუთრების პრობლემა, ფემინიზმი და საქმეში რეალიზებულობა, ძველი და ახალი თაობის დამოკიდებულებები მარქსის იდეების მიმართ.
podkasti N8
iumoris anatomia
ლეტერატოს მოსწავლეები ნიტა კვირიკაძე და ანასტასია ცხადაძე განიხილავენ იუმორის არსს, მის დადებით და უარყოფით მხარეებს, ასევე უმბერტო ეკოს "ვარდის სახელს", თომა აქვინელის, ზიგმუნდ ფროიდის, ფრიდრიხ ნიცშესა და არტურ შოპენჰაუერის მოსაზრებებს ამ ფენომენის შესახებ.
podkasti N7
adamiani da egoizmi
არის თუ არა ადამიანი ეგოისტური არსება და რამდენად კარგია ეს მისთვის და საზოგადოებისთვის? რა ითვლება ალტრუისტულ აქტად და რას ნიშნავს ორმხრივი ალტრუიზმი - ყოველივე ამაზე ლეტერატოს მოსწავლეები მარიამ კილაურიძე და ანი იაკობიძე პოდკასტში საუბრობენ. ნაწარმოებები "ბუზთა ბატონი" და "ფრანით მორბენალი", აგრეთვე ეინ რენდის, ტომას ჰობსის და რობერტ საპოლსკის შეხედულებები პოდკასტს კიდევ უფრო საინტერესოდ მოსასმენს ხდის.
podkasti N6
ideaTa samyaro: angelozebi da Cibuxebi
ლეტერატოს მოსწავლეები დაჩი და ნიტა საუბრობენ იდეებზე და მათ განხორციელებაზე. საიდან ჩნდება იდეა? როგორ ხდება იდეის განსხეულება? რატომ იბღალება იგი ხორცშესხმისას? ამ კითხვებზე პასუხებს პოდკასტში იპოვით. პლატონის იდეათა სამყარო და არისტოტელე, რენე მაგრიტი და მიშელ ფუკო, იდეათა კომერციალიზაცია და აღმოსავლური ფილოსოფია - ყველაფერი ეს ჩვენი პოდკასტის მეექვსე ეპიზოდშია თავმოყრილი.
podkasti N5
garemo da individi
როგორ ზეგავლენას ახდენს გარემო ინდივიდზე, რამდენად დიდია ეს ზეგავლენა და რა შეიძლება დაუპირისპიროს პიროვნებამ ამ გავლენებს, რათა შეინარჩუნოს თვითმყოფადობა და ინდივიდუალიზმი - ჩვენი მოსწავლეები ალასკა და ტასო ამ ეპიზოდში სწორედ ასეთ საკითხებს მიმოიხილავენ. ისინი მსჯელობენ კულტურის როლზე, გვიზიარებენ საკუთარ დამოკიდებულებებს არსებული გარემოს მიმართ და განიხილავენ თვითგანვითარების თეორიებს ეპიკურედან იუმამდე.
podkasti N3
RmerTobanas TamaSi
რატომ სურს ადამიანს ღმერთს შეეჯიბროს? რატომ ვთამაშობთ ღმერთობანას და საიდან მოდის ეს სურვილი? კარგია ეს თუ ცუდი? ლეტერატოს მოსწავლეები ნიტა კვირიკაძე და დაჩი ჩხაიძე ამ საკითებზე საუბრობენ. კაცობრიობის ისტორია, დასავლური და აღმოსავლური კულტურა, კამიუ, რიკი და მორტი, ნიცშე და ბერძნული მითები - ყოველივე ეს ჩვენს პოდკასტში "ღმერთობანას თამაში".
podkasti N2
post-koviduri dilemebi TineijerebSi
განსაკუთრებით მტკივნეულად პანდემიის პერიოდი თინეიჯერებზე აისახა. რა დილემების წინაშე დგანან ისინი ახლა და როგორ შეიძლება იმ პრობლემებს გაუმკლავდნენ, რომელიც მათ იზოლაციისა და სოციალური დისტანცირების ორმა წელმა მოუტანა? ლეტერატოს მოსწავლეები ლილუ მეტრეველი და ლიზა შენგელია სწორედ ამ საკითხებზე საუბრობენ.
podkasti N1
yalbi realoba da Tineijerebi
რატომ ვიქმნით ყალბ რეალობას? როგორი მაგალითები არსებობს და რა იწვევს ყალბი რეალობის შექმნას თინეიჯერებში? ჩვენი მოსწავლეები ტასო ჯინჭარაძე და ალასკა პოპიაშვილი მსმენელს ამ საკითხებსა და საკუთარ გამოცდილებაზე ესაუბრებიან.