top of page

ცოდნაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, სამყაროს და მისი მრავალფეროვნების სხვადასხვა პერსპექტივიდან აღქმის უნარი, თვითშემეცნება და  შინაგანი თავისუფლება სრულფასოვანი ცხოვრების საფუძველია. ეს კურსი სწორედ ამ ამოცანებს ემსახურება. ჩვენ გვსურს, მოზარდებს დავუბრუნოთ შემეცნების სიხარული.

 

ამავდროულად, თუ თქვენ გსურთ, თქვენი მოზარდი დაუმეგობრდეს წიგნებს, მიიღოს ფუნდამენტური განათლება, შეძლოს ინტელექტუალური დისკურსი, აღმოაჩინოს და გახსნას საკუთარი პოტენციალი და ჩამოიყალიბოს თავისუფალი აზროვნებისა და ანალიტიკური უნარები, მაშინ ეს კურსი სწორედ თქვენთვისაა.

 

კურსი ორი მოდულისაგან შედგება: წიგნიერების კლასი და კრიტიკული აზროვნების კლასი. ორივე მათგანი ავსებს ერთმანეთს და მოწოდებულია მოზარდს მისცეს ის ცოდნა და უნარები, რაც საკვანძოა მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში. შესაბამისად, წიგნიერების კლასი კრიტიკული აზროვნების კლასთან ერთად წარმოადგენს ერთ სრულ კურსს.  მეცადინეობები ტარდება კვირაში ორჯერ. ერთი გახლავთ წიგნიერების კლასი, ხოლო მეორე - კრიტიკული აზროვნების კლასი. თითოეული მეცადინეობის ხანგრძლივობაა 1.5 საათი.

 

LEL_3736.jpg

კურსი ასევე ემსახურება მოზარდებში ბუნებრივი ცნობისმოყვარეობის აღძვრასა და ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა
 

  • ანალიტიკური და უკეთ გააზრების უნარები

  • ობიექტური, ფაქტებზე დაფუძნებული აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარები

  • სწორი კომუნიკაციის უნარები

  • წარმოსახვის უნარი

  • მონაცემებთან მუშაობის უნარი 

  • ლოგიკური აზროვნება

  • რთულ პრობლემებთან გამკლავების უნარი

  • შემოქმედებითი მიდგომების აღმოჩენისა და გამოყენების უნარი

 


 

​წიგნიერების კლასი

 

წიგნიერების მოდული ავითარებს კითხვის უნარ-ჩვევებს, აუმჯობესებს ანალიტიკურ, წარმოსახვისა და შემოქმედებით უნარებს, და, რაც მთავარია, ცვლის წიგნის მიმართ მოზარდის დამოკიდებულებას პოზიტიურისკენ. საგნის მთავარი უპირატესობა არის სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის სწორად შერჩეული, ხარისხიანი, მაგრამ მათთვის აქტუალური ლიტერატურა.

 

კლასი მიმდინარეობს ინტერაქტიულ რეჟიმში, სახალისო, გასართობი ფორმატით, სადაც მთავარი გმირი არის მოსწავლე. ჩვენი უნიკალური მიდგომა უზრუნველყოფს, რომ თითოეულ მოსწავლეს ქეისური მეთოდით გაუღვივოს ინტერესი კონკრეტული წიგნის შესახებ და გაზარდოს მისი ჩართულობა სასწავლო პროცესში.

 

სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეები შეისწავლიან არაერთ მნიშვნელოვან ნაწარმოებს მსოფლიო ლიტერატურის კლასიკიდან და  თანამედროვე ლიტერატურის შედევრებიდან. ისინი სწავლობენ ტექსტის უკეთ გააზრებას, იდეების გარშემო მსჯელობას და მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენებას.

 

ლეტერატოს გუნდი ვამაყობთ, რომ ჩვენთან მოსული მოსწავლეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის წიგნი ყოველდღიურობა ხდება. ჩვენი დახმარებით ბავშვები შეაბიჯებენ იმ ჯადოსნურ სამყაროში, რასაც ლიტერატურა ჰქვია.

 

 


 

IMG_9353.jpg

კრიტიკული აზროვნების კლასი 

 

დღევანდელ სამყაროში, სადაც ინფორმაციის ულევი ნაკადი უამრავი სხვადასხვა არხიდან მოედინება, ხოლო კონკურენცია სულ უფრო მზარდია, საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებისა და ადამიანის წარმატებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ობიექტური ანალიზის უნარი, ინტელექტუალური გამბედაობა და ფაქტებზე დაფუძნებული მსჯელობა. ეს კურსი მოზარდებში სწორედ ამ უნარების განვითარებას ემსახურება.

 

კრიტიკული აზროვნების მოდულის მასალა საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, ეკონომიკის, პოლიტიკის, ხელოვნებისა და კულტურის საკითხებს.

 

კლასის მსვლელობისას მოზარდებს შევასწავლით ლოგიკის საფუძვლებს, ფაქტებზე დაფუძნებული აზროვნების საფუძვლებს და დამოუკიდებლად მსჯელობას, გამოცდილების, დაკვირვების ან კომუნიკაციის შედეგად ინფორმაციის ანალიზს, ინფორმაციის ხარისხის განსაზღვრას, მის დამუშავებას, გამოყენებას. მოზარდები იძენენ პრეზენტაციისა და დარწმუნების უნარებს და სწავლობენ ფაქტებზე დაყრდნობით საკუთარი აზრის ჩამოყალიბებასა და სწორი შეფასების გაკეთებას.

   

კლასები მიმდინარეობს ძირითადად ქეისებისა და სავარჯიშოების დახმარებით, სადაც ყოველი კონკრეტული შემთხვევა არგუმენტირებული მსჯელობის საგანია.

სწავლება გაჯერებულია ლოგიკური ამოცანებით და იშველიებს ისეთ მეთოდებსაც, როგორიცაა როლური თამაშები და სიმულაციები და ეყრდნობა საერთაშორისო გამოცდილებას. ყოველი თემის დასრულების შემდგომ იმართება დებატები. 
 

32.jpg

​პროგრამა შედგება ორი საფეხურისგან -  პირველი და მეორე დონე. პირველი დონე განსაზღვრულია მე-6-მე-8 კლასის მოსწავლეებისათვის და მისი ხანგრძლივობაა 3 წელი. მეორე დონე განსაზღვრულია მე-9 - მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის და მისი ხანგრძლივობაა 4 წელი.​ ჯგუფში ბავშვების რაოდენობაა 8-12 მოსწავლე.

 

წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების კურსის მიღმა ლეტერატო მოზარდებს ბევრ სხვა საინტერესო პროექტს სთავაზობს, რომელიც მათი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია. ჩვენს მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ

წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების კურსის მიღმა ლეტერატო მოზარდებს ბევრ სხვა საინტერესო პროექტს სთავაზობს, რომელიც მათი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია. ჩვენს მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ
 

wigniereba da kritikuli azrovneba

ჩვენი კურსები.jpg
  • დაესწრონ ყოველთვიურ შეხვედრებს მოწვეულ სპიკერებთან, რომლებიც სხვადასხვა სფეროს წარმატებული ადამიანები არიან და ჩვენი მოსწავლეებისათვის სემინარებსა და შეხვედრებს მართავენ

  • გახდნენ ჩვენი ელექტრონული ჟურნალის „მატრიცა“ რედ. კოლეგიის წევრები და დაეუფლონ უკეთ წერის ხელოვნებას

  • ჩაწერონ პოდკასტები მათთვის მნიშვნელოვან და ინტელექტუალურ თემებზე

  • მონაწილეობა მიიღონ მენტორობის პროგრამაში, სადაც უმცროსკლასელები უფროსკლასელებისგან მნიშვნელოვან უნარებსა და ცოდნას იძენენ, ხოლო უფროსკლასელები სწავლობენ, როგორ გადასცენ მათზე უმცროსებს საკუთარი გამოცდილება და მიღებული ცოდნა

  • სიტყვით გამოვიდნენ წიგნის ფესტივალზე და სხვადასხვა ღონისძიებებზე

  • მონაწილეობა მიიღონ გასვლით კლასებში: ეწვიონ მუზეუმებს, გამოფენებსა და სხვა საინტერესო სივრცეებს


 

​ამ ყველაფერში ჩვენი გუნდი მოზარდებს ინტენსიურად ეხმარება და ზრდის თაობებს, რომელთათვისაც დროის მართვა, საჯაროდ გამოსვლა თუ თანამშრომლობა პრობლემას არ წარმოადგენს.
 

ამავდროულად, ლეტერატო - ესაა სივრცე მეგობრობისთვის, იდეებისა და შთაბეჭდილებების გაცვლის, საკუთარი თავის გამოცდის, თანამოაზრეთა პოვნისთვის. ჩვენი შეკრებები და წვეულებები სწორედ ამ მიზანს ემსახურება. უკვე მრავალი წელია ლეტერატოელები ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები არიან.

 

წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების კურსის ღირებულებაა 310 ლარი თვეში. საფასურში შედის წიგნები, რომელსაც მოზარდებს ადგილზე ვურიგებთ, სასწავლო მასალები და ყველა იმ პროექტსა თუ ღონისძიებაში მონაწილეობა, რომელიც ლეტერატოში გვაქვს.


 

მეცადინეობები ტარდება კვირაში ორჯერ. თითოეული მეცადინეობის ხანგრძლივობაა 1.5 საათი.

პროგრამა შედგება ორი საფეხურისგან -  პირველი და მეორე დონე. პირველი დონე განსაზღვრულია მე-6-მე-8 კლასის მოსწავლეებისათვის და მისი ხანგრძლივობაა 3 წელი. მეორე დონე განსაზღვრულია მე-9 - მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის და მისი ხანგრძლივობაა 4 წელი.

ჯგუფში ბავშვების რაოდენობაა 8-12 მოსწავლე.

კურსის ღირებულებაა 310 ლარი თვეში. საფასურში შედის წიგნები და დამატებითი შეხვედრები მოწვეულ საინტერესო სპიკერებთან.

Lett Square.png
bottom of page