top of page

xelovnebis istoria da kultura

თუ გსურთ, მოზარდებს ჩამოუყალიბდეთ განსხვავებული ხედვა, წარმოსახვის უნარი და სამყაროს ესთეტური ჭვრეტა, მაშინ ჩვენი აკადემიის ხელოვნების ისტორიის კლასები თქვენთვისაა.

ჩვენი კურსის ამოცანაა

  • გახსნას მოზარდებში არსებული შემოქმედებითი პოტენციალი

  • გააცნოს და შეაყვაროს მოზარდებს ხელოვნება

  • აზიაროს ხელოვნების სხვადასხვა დარგებს

  • შეასწავლოს ამ დარგების ძირითადი მიმდინარეობები, ჟანრები და დაანახვოს ისინი გლობალურად, ეპოქის ჭრილში

კურსი იძლევა საინტერესო მასალას მოზარდებში იდეების გენერირებისა და შემოქმედებითი რეალიზაციისათვის.

კლასის მსვლელობისას ინფორმაციის მიწოდება ხდება ინტერაქტიულად, თამაშების, ექსკურსიების, ვიზუალური მასალის მიწოდების, ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრებისა და დისკუსიების გზით.

ამავდროულად, საგნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა მოზარდებმა შეიცნონ და გაითავისონ კულტურის არსი. სწავლება მოიცავს ღირებულებების, ურთიერთობების, შემოქმედების, გამოცდილების, ქცევებისა და დამოკიდებულებების იმ ერთობლიობის ანალიზს, რომელიც სხვადასხვა კულტურებს ერთმანეთისაგან გამოარჩევს. აღნიშნული ცოდნის შეძენა მოზარდებს მნიშვნელოვან საფუძველს შეუქმნის სამომავლოდ საზოგადოებრივ არენაზე თავისუფლად ფუნქციონირებისათვის.

 

მეცადინეობები ტარდება კვირაში ორჯერ. თითოეული მეცადინეობის ხანგრძლივობაა 1 საათი.

ჯგუფში ბავშვების რაოდენობაა 8 მოსწავლე.

კურსის ღირებულებაა 150 ლარი თვეში.

Lett Square.png
bottom of page