taso jinWaraZe
ლიტერატურის სიყვარული ტასო ჯინჭარაძეს ბავშვობიდანვე თან სდევს და დღეს ამ ინტერესს მოსწავლეებთან მუშაობაში იყენებს. მისი სპეციალობა კი ეხმარება ისეთი გარემოს შექმნაში, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა საკითხს მრავალი მხრიდან შეხედონ და თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრი.
ტასო თავად არის „ლეტერატოს“ კურსდამთავრებული. სწავლების პერიოდში აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა აქტივობაში: მონაწილეობდა ჟურნალის წარმოებაში, როგორც ავტორი და რედაქტორი, იყო უმცროსკლასელების მენტორი, ასწავლიდა და ეხმარებოდა მათ სტატიების მომზადებაში. გარდა ამისა, მონაწილეობდა აუდიოპოდკასტებში, წიგნის ფესტივალზე ლიტერატურული ტექსტების წარდგენაში და მენტორობის ფარგლებში უმცროსკლასელებს წიგნიერების გაკვეთილებს უტარებდა. ამ გამოცდილებებიდან გამომდინარე, ტასოს კარგად ესმის, როგორ მიდგომებს საჭიროებენ „ლეტერატოს“ მოსწავლეები სწავლებისა და განვითარების პროცესში.
ტასო არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის სტიპენდიანტი, აქვს ორმაგი სპეციალობა: ფსიქოლოგია (ძირითადი) და ფილოსოფია (დამატებითი). პარალელურად აქტიურად არის ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობაში: უკვე რამდენიმე წელია მონაწილეობს MAC Georgia-ს პროექტ „მესტუმრეში“, რომელიც ხანდაზმულებისთვის ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფას ემსახურება, ასევე ჩართულია MAC Georgia-ს მიერ „საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში“ განხორციელებულ მოხალისეობრივ პროექტში. პროფესიული განვითარების მიზნით მონაწილეობა აქვს მიღებული ფრანკოფონიის უნივერსიტეტის (AUF) ინიციატივით ჩატარებულ კურსში Algorithme de la réussite.