Tina qareli
თინათინ ქარელი პროფესიით ფსიქოლოგია და მოზარდებთან მუშაობის საკმაოდ მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს. ფსიქოგანათლების მიმართულებით მუშაობდა ბავშვებისა და მოზარდების ჯგუფთან ორგანიზაციაში "World Vision Georgia", ასევე იყო CENN-ის "მწვანე ბანაკის" მენტორი. პარალელურად ჩართულია "S.O.S ბავშვთა სოფელში" ახალგაზრდების განვითარების მხარდაჭერის პროგრამაში, როგორც ფსიქოლოგი. ასევე არის ფსიქიკური ჯანმრთელობის სტიგმის საწინააღმდეგო მოძრაობა "ღიას" წევრი.
თინას ლიტერატურის სიყვარული ბავშვობიდან მოჰყვება, მონაწილეობას იღებდა ლიტერატურულ კონკურსებში და აქტიურად იყო ჩაბმული სხვადასხვა ლიტერატურულ პროგრამასა და წიგნიერების ხელშეწყობის პროექტში.
თინა ფლობს ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრის ხარისხს. მისი სპეციალობაა ფსიქოტრავმატოლოგია. აკადემიური საქმიანობის ფარგლებში იღებს ცოდნას ბავშვთა და მოზარდთა ფსიქო-სოციალური განვითარების თავისებურებების შესახებ.